ახლა პუტინი-ზელენსკის შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ახლა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა „კონტრპროდუქტიული“ იქნება. ამის შესახებ მან სერბულ მედიას განუცხადა.

ლავროვის თქმით, პუტინს არასოდეს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა კარგად იყოს მომზადებული.

მისი თქმით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა საჭიროა, როგორც კი იქნება სიცხადე დონბასის, დემილიტარიზაციისა და უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ საკვანძო საკითხების გადაწყვეტის კუთხით.

„უკრაინის გარშემო კრიზისული ვითარებაა, შიდა კონფლიქტები დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, მთელი ეს წლები, და დაგროვდა უდიდესი რაოდენობის პრობლემები, ამიტომ ახლა უბრალოდ შეხვედრა და ჩახუტება – „აი შენ რას ფიქრობ, მე რას ვფიქრობ?“ – ახლა, უბრალოდ, კონტრპროდუქტიული იქნება“,- განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება.