ზელენსკი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი სამხედრო კავშირი U24

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი სამხედრო კავშირი – U24. მისი თქმით, ახალი კავშირი ქვეყნებს მისცემს გარანტიას, ნებისმიერ აგრესორ ქვეყანას კოორდინირებული პასუხი გასცენ სწრაფად და ეფექტურად.

ზელენსკი ამბობს, რომ ვალდებულები არიან, ახალი გარანტიები მოიძიონ და გაერთიანებაში გააწევრიანონ ის ქვეყნები, რომლებსაც ,,ჰყოფნით სიმამაცე, გააკეთონ ის, რაც საჭიროა”.

,,კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას როგორც ამერიკელებს, ასევე ყველა სხვა პასუხისმგებლიან ქვეყანას, ახალი ალიანსის, ,,ევროპა 24″-ის შექმნა შევთავაზე. ახალი კავშირი, რომელიც მოგვცემს გარანტიას უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი აგრესორი ქვეყანა კოორდინირებულ პასუხს მიიღებს სწრაფად და ეფექტურად, დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ, არამედ პირველ 24 საათში.

ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ მოქმედ ინსტიტუციებს. ჩვენ არ შეგვიძლია გავთვალოთ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები შეიცვლებიან, ამიტომ ვალდებულები ვართ, ახალი გარანტიები მოვიძიოთ, შევქმნათ ახალი ინსტრუმენტი. გავაწევრიანოთ ის ქვეყნები, რომლებსაც ჰყოფნით სიმამაცე გააკეთონ ის, რაც საჭიროა”, – თქვა ზელენსკიმ.