რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვებას და მისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევას ითხოვენ.

„მიხეილ სააკაშვილის არის პუტინის პირადი პატიმარი. რუსი ოლიგარქი კრემლის ინტრუქციას ასრულებს და შესაბამისად, მის წინააღმდეგ გამოიყენა ყველა ის სადამსჯელო მექანიზმი, რომ ეს ადამიანი დაუძლურდეს, მაქსიმალურად დისკომფორტი შეექმნას და ის, რომ პირად ექიმს არ უშვებენ მასთან, არის კატასტროფა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სისტემა ვაიძულოთ, ელემენტარული ყოფითი და მისი ის ძირითადი უფლებები იყოს დაცული, რაც ყველა პატიმართან მიმართებაში უნდა დაიცვას სახელმწიფომ”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ.

დღეს  მესამე პრეზიდენტთან მისი უფლებადამცველი გიორგი გელხაური და თანაგუნდელი თემურ ჯანაშია იმყოფებოდნენ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.