ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საქართველო პეკინში 9 სპორტსმენით გამოვიდა

დღეს,  პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც მაყურებელი საქართველოს პირველ არხზე ადევნებდა თვალს.

პეკინი 2022-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მედროშეებად ნინო წიკლაური და მორის ყვითელაშვილი წარდგნენ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები პეკინი 2022-ზე

მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები)

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები)

მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (სერეული წყვილები)

კარინა საფინა/ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები)

ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა

საბა ქუმარიტაშილი – მოციგავე