რა საფრთხეს უქმნის „ომიკრონი” ორსულებს – „გართულებები მოსალოდნელია, როგორც ნაყოფის მხრივ ასევე, შესაძლოა, დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები”

„ომიკრონმა” „დელტა” ვარიანტი უკვე 80%-ით ჩაანაცვლა, – ამის შესახებ  ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის მდგომარეობა მე-3 ტრიმესტრში.

„დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით ორსულებში. „ომიკრონმა” 80% ჩაანაცვლა „დელტა” ვარიანტი.

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი” მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში მაინც არის მაღალი რისკი ორსულებში, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. მე-3 ტრიმესტრში იმატებს გართულებები. გართულებები მოსალოდნელია, როგორც ნაყოფის მხრივ ასევე შესაძლოა, დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები,”- აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.