Bloomberg-ის მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება 2.9350 ლარი ღირს

Bloomberg-ის მიხედვით 7 თებერვლის მონაცემებით, ლარმა გამყარება დაიწყო და ბოლო რამდენიმე საათში 4 თეთრით გამყარდა.

უახლესი გაანგარიშებით სისტემაში 1 დოლარი 2.9350 ლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ თუ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიც ამ მიდამოში დაფიქსირდება, მაშინ ის 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, ლარის ყველაზე მყარი კურსი იქნება.

ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი 2.9867 ლარი ღირს. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაქვეყნებს.