,,თელასი” და ,,თელმიკო” გაფრთხილებულები არიან, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოუწევთ გაორმაგებული ჯარიმების, 100 000 და 150 00 ლარის გადახდა – დავით ნარმანია

,,თელასი” და ,,თელმიკო” გაფრთხილებულებია რიან, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოუწევთ გაორმაგებული ჯარიმების გადახდა – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არასწორ დარიცხვებს მასობრივი ხასიათი ექნება, მარეგულირებელი კომისია გამოიყენებს ჯარიმის უფლებას.

,,თუ არასწორად იქნება დარიცხული, ასეთ შემთხვევაში დარიცხვების კორექტირება მოხდება. ხოლო, თუ მასობრივი ხასიათი ექნება ასეთი არასწორი სახის დარიცხვებს, მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გამოიყენოს ჯარიმა. როცა რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვნახეთ არასწორი დარიცხვები, მოხდა მათი დაჯარიმება. ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ მსგავი ხასიათის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ,,თელასს” და ,,თელმიკოს” მოუწევს გაორმაგებული ჯარიმის გადახდა. გაორმაგებული ჯარიმები კი ითვალისწინებს 100 000 და 150 00 ლარს” – განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ,,სემეკი”  მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, ,,თელმიკოსა” და ,,თელასში”  მონიტორინგს დღეიდან იწყებს. პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.