ირაკლი ღარიბაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა – საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას და მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

„თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. იგი ათასწლოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებაა, რომელიც დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, არამედ მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა – ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და სხვა დიდ მამულიშვილთა ღვაწლს. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედა-უნივერსიტეტს მიუძღვნა.

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროფესორს, სტუდენტსა და თანამშრომელს. მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password