,,ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზის – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი უგულავას განცხადებით ,,ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზის.

მისივე თქმით, ის ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, როგორიცაა ,,ქართული ოცნება”.

,,ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზისა და ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ის არის დიდი პარტია, ქოლგა პარტია. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ამერიკაში. ეს ნიშნავს, რომ პარტიაში არსებობს ბევრი რამდენიმე ფრაქცია, რომელიც ერთმანეთის კონკურენციაშია და ეს კონკურენცია არის საჯარო, ღია” – განაცხადა უგულავამ.