„არ გა­ი­ხა­როს არ­ცერ­თმა, ვინც ოდ­ნა­ვი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნა შენი თმე­ბის გა­თეთ­რე­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტო – წყე­უ­ლიმც იყოს აწ და მა­რა­დის” – მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძე სააკაშვილზე

პუბ­ლი­ცის­ტი მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძე ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

ორჯონიკიძე სააკაშვილს მიმართავს და ამბობს, „ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს და სირ­ცხვი­ლი მწვავს როცა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ამ ბო­რო­ტე­ბის აღ­ლუ­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ვარ”.

„არ გა­ი­ხა­როს არ­ცერ­თმა, ვინც ოდ­ნა­ვი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნა შენი თმე­ბის გა­თეთ­რე­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტო… არც გა­ი­ხა­რებს არას­დროს, წყე­უ­ლიმც იყოს აწ და მა­რა­დის!

თუ ჯო­ჯო­ხე­თი არ­სე­ბობს, ჩა­იწ­ვას იმ ჯო­ჯო­ხეთ­ში!

ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს და სირ­ცხვი­ლი მწვავს როცა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ამ ბო­რო­ტე­ბის აღ­ლუ­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ვარ!!!

„სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ უნდა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხი” ხომ?!! ვერ ხე­დავთ შუბ­ლის­ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლე­ბო ,რომ კაცი ნელი სიკ­ვდი­ლით კვდე­ბა, ვერ ხე­და­ა­ავთ?!!!

და ამის მთქმელს ვინც „აპ­რა­ვებს” და არ იმ­ჩნევს-ის მთქმელ­ზე უა­რე­სია, რად­გან ესაა სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა!!!“ – წერს მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძე.

ცნობისთვის, 4 თე­ბერ­ვალს  მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­რიგ სა­სა­მარ­თლო სხდომა გაიმართა. პროცესზე მესამე პრეზიდენტმა განაცხადა – „თუ ხე­დავთ, ახა­ლი შეკ­რე­ჭი­ლი ვარ, გუ­შინ­წინ გა­მო­ვი­ძა­ხე ცი­ხე­ში სტი­ლის­ტი. 5 კვი­რაა ნიუ იორ­კი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი ჩემი პი­რა­დი ექი­მი და არ უშ­ვე­ბენ ჩემ­თან. სტი­ლის­ტი შე­მო­უშ­ვეს ერთ დღე­ში”.