წინასწარი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ჯამალაშვილი ევროსასამართლოს მიმართავს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე წლის მარტში დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილს და ირაკლი ფხალაძეს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, რის გამოც ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

ირაკლი ფხალაძე აცხადებს, რომ „პროკურატურის პირადი ტყვე იყო”. ზურაბ ჯამალაშვილი კი გაჩერებას არ აპირებს. როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა, ყველა ის დარღვევა, რომელიც ჯამალაშვილს ეხებოდა, შეგროვდება და ევროსასამართლოში გაიგზავნება.

”ზურაბ ჯამალაშვილის დღევანდელი გამოსვლა იმის დასაწყისია, რომ ჩვენ ცოტა ხანში ვიხილავთ გამამართლებელ განაჩენს მის მიმართ. უბრალოდ სავალალო იქნება თვითონ ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენ ამ ცხრათვიან პატიმრობას ასე არ დავტოვებთ. აუცილებლად მივმართავთ ევროსასამართლოს და სარჩელში აღბეჭდილი იქნება ყველა ის დარღვევა, რაშიც უკანონოდ დასდეს ბრალი ზურაბ ჯამალაშვილს” – აცხადებს ფოფხაძე.

შეგახსენებთ: საქმე ეხება, საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას.ჯამალაშვილი და ფხალაძე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელებას ეხება.

 

კომენტარის დატოვება