ქუთაისში ხანძარია, მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. საცხოვრებელი სახლის მეორე სართული იწვის. ხანძრის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა ამ წუთებში ცდილობს.  ელოდებიან დამატებით ძალებს.

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლი არ არის. თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ფოტოები ადგილიდან:

15356901_366981240331429_1988544823_n 15416884_366981243664762_1755758410_n 15435930_366979610331592_397707319_n 15450917_366979600331593_1546400002_n

კომენტარის დატოვება