ჭიათურაში გარდაცვლილ ქალს დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსი ჰქონდა

მარიამ ახალკაცი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს რომ ჭიათურაში 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია იყო.

„სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ვერც სინჯის აღება და არ არის ვირუსოლოგიური კვლევები ჩატარებული. თუმცა გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადგილი ჰქონდა მაღალ ცხელებას, დროულად იქნა სასწრაფო გამოძახებული და შემდგომ გადაყვანილი კლინიკაში, მაგრამ განვითარდა სწრაფი ელვისებური ფორმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე გამყრელიძე ადასტურებს იმ ფაქტს რომ ქალბატონს გაეწია დახმარება ბინაზეც და სასწრაფოშიც. –

„მას გაეწია დახმარება როგორც ბინაზე, შემდეგ მეორე გამოძახებაზე გადაყვანილი იყო“, – აღნიშნა მან.