ევროპარლამენტმა მარი ლე პენს იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით საფრანგეთის პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს, მარი ლე პენს დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოართვა. ამის მიზეზი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტო, სადაც მისი თქმით ასახულის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მსხვერპლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკომიტეტმაც ხმა მისცა ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნას.