ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენის გამო 24 ადამიანს ბრალი წარედგინა

მარიამ ახალკაცი

ავსტრალიაში ხანძრის განზრახ  გაჩენის გამო ბრალი 24 ადამიანს წაუყენეს.

ავსტრალიის ხანძრები ძირითადად გვალვისა და ძლიერი სიცხის გამო იყო გამოწვეული, თუმცა ცეცხლის გაჩენის გამო პოლიციამ 24 პირს ბრალი წაუყენა. მათ ახალ სამხრეთ უელსში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაში ედებათ ბრალი.

8 ნოემბრის შემდეგ ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციამ 183 პირის წინააღმდეგ აღძრა საქმე, მათგან 40 არასრულწლოვანია. პოლიციის ინფორმაციით, 47-მა პირმა ცეცხლი ანთებული სიგარეტის ან ასანთის გადადგებით გააჩინა. 53-მა პირმა გაფრთხილება მიიღო.

ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც მინიმუმ 24 ადამიანი და ნახევარი მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა.