ოჯახის ინფორმაციით სპეცრაზმელებმა 24 წლის კაცი წამებით მოკლეს

მარიამ ახალკაცი

მთავარი არხის ინფორმაციით, 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს. როგორც არხთან მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.

მოკლულის ძმის თქმით, შემთხვევის დროს ძმასთან ერთად თავადაც იმყოფებოდა და დაზიანებები მასაც მიაყენეს, თუმცა ადგილიდან გაქცევა მოასწრო. მისივე ინფორმაციით, ინციდენტში ორი სპეცრაზმელი მონაწილეობდა.