ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმება დეფორმირებულ–დამახინჯებულია!..

მარინა ჩაჩუა

პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

2004 წლამდე ქვეყანაში არსებული დასაქმების პოლიტიკა დიდად ფრთებს ვერ შლიდა, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებდა.

იყო გამიჯნული “დასახმარებელი კატეგორია” და “შრომისუნარიანი უმუშევარი”, “სამუშაოს მაძიებელი”, ავად თუ კარგად იყო სახელმწიფო რეგულაციები – დასაქმების სამინისტრო,დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, დასაქმების სამსახური, შრომის ბირჟა, პროფორიენტაციისა და გადამზადების ცენტრები, პერიოდულათ ტარდებოდა კვლევები “შრომითი რესურსის”, შრომის ბაზრის” და რაც მთავარია იყო “შრომის ინსტიტუტი” და გვყავდა შესანიშნავი, გენიალური ადამიანები, ამ სფეროს კორიფეები.

ეს ყველაფერი 2004 წლამდე მეტ–ნაკლებად დალაგდა, სამუშაოს მაძიებელს მისასვლელი ადგილი მაინც ჰქონდა, სადაც შესაბამისი სტატუსით რეგისტრირდებოდა.

ამაზე ხშირად ვსაუბრობ და რატომღაც არავინ არც მიდასტურებს და არც ოპონირებას მიწევს, რომ “ნაციონალებმა” მიზანდასახულად დაანგრიეს “მოსახლეობის სოციალური დაცვა”, მიწასთან გაასწორეს “დასაქმების პოლიტიკა”, ჩაანაცვლეს იმ მოდელით, რაზედაც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი – “სიღარიბის დაძლევის პროგრამის” ეს მოდელი და რეფორმის ის გზა რაც აირჩიეს, მის შედეგებზე იმ თავითვე საუბრობდნენ ამ სფეროს სპეციალისტები და გაილაშქრეს კიდეც, მაგრამ დამთავრდა იმით, რომ ვინც ხმა ამოიღო “ბეზპარდონნა” ყრიდნენ სამსახურებიდან.

დღესდღეობით რა სურათი გვაქვს?

“სოციალური დაცვა” არ არსებობს, სოცუზრუნველყოფა დარჩა მხოლოდ. ბევრმა არც იცის ეს, ერთი და იგივე გონია.

აფხაზეთის ტელევიზიით ასეთი წინადადება მოვისმინე – “დევნილებს სოციალური დაცვის მიზნით ამანათები გადასცეს”. ჟურნალისტმა რომ არ იცის, ეს ნაკლლები პრობლემაა იმასთან შედარებით, რომ თავად ამ სფეროს ბევრმა მუშაკმა არ იცის.

რაც შეეხება დასაქმებას, ესეც “მოსახლეობის სოციალური დაცვის” შემადგენელი ნაწილია ანუ “შრომისუნარიანის” სოციალური დაცვა სხვა არაფერია, თუ არა დასაქმებაში ხელშეწყობა.
მოკლედ ამ ყველაფრის არევ – დარევის შედეგად ყველა კატეგორია დღეს ერთ ქვაბშია ჩაყრილი სტატუსით “უმწეო” მომლოდინე სოც. დახმარების, ოცნებით როდის მოუმატებებ 5–10 ლარს. შესაბამისად გაზარმაცებული, ბევრი ხელჩაქნეული და ასე შემდეგ.

არც სტატისტიკა გვჭირდება, არც კატეგორიზაცია – “უმწეო” და მორჩა! ის ნამდვილად არ ვიცი რა ფორმულით ითვლიან უმუშევრობის დონეს, საიდან ურახუნებენ პროცენტებს, ეტყობა “ენდიაი – აირაი” –ის დონეზე1000 გამოკითხულიდან.

ჩვენს მეცნიერულ კვლევებს კი მტვერი ჭამს თაროებზე.

ადანიანები ბიზნესმა უნდა დაასაქმოსო– ამბობენ ჩვენი გენიოსი მმართველები.  კი ბატონო, მაგრამ საშუამავლო რგოლი ხომ უნდა არსებობდეს დამაკავშირებელი, ელემენტალურად სტატისტიკა ხომ უნდა არსებობდეს, როგორც, რაოდენობრივი ისე დემოგრაფიულ, ასაკობრივ, პროფესიულ, უნარების, შესაძლებლობების, მოთხოვნების ჭრილში.

არ უნდა გაინტერესებდეს რა მდგომარეობაშია ქვეყნის “სამუშაო ძალა”, რა დღეშია “თვითდასაქმებული”, “მცირე მეწარმე”.

უამრავი პროგრამები ამუშავდა კი ბატონო, მაგრამ სად უნდა მიაკითხონ არ იციან.

“აწარმოე საქართველოში”ისევ მათთვისაა, ვისაც დიდი ბიზნესები აქვს. ეხლა “სტარტაპებიო” და ბანკში სესხიო, პროექტიო, მოთხოვნები ისეთი, რაც ბევრისთვის მიუწვდომელია სხვადასხვა მიზეზთა გამო, ჰოდა შედეგად მივიღებთ უშედეგობას და კიდე უარეს მდგომარეობას.

ვაცხადებ ხმამაღლა – საჭიროა დასაქმების მარეგულირებელი უწყება ცალკე!

დღეს არსებული ჯანდაცვის სანინისტროს “დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი” ამ რეგულაციებს ვერ გააკეთებს ნებაც რომ იყოს, ამ სამინისტროში პრიორიტეტების დელეგირებისას ყოველთვის უკანა პლანზე იქნება. ასე ისურვა მიშამაგარიამ და სურვილი აისრულა – ეს გასაგებია, მაგრამ რას სურვილი ამოძრავებას “ოცნებას” – ეს მეხუთე წელია ჩემთვის გაუგებარია და თუ ვინმესთვის გასაგებია ახსენით! შევკრათ წრე – ჩემი აზრით ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმება იმდენად დეფორმირებულ–დამახინჯებულია, რომ მისი ფრაგმენტული შელამაზებები და რეფორმის დარქმევა თავის და ერთამნეთის მოტყუება იქნება. ძირეული რეფორმაა საჭირო და ახალი მოდელი, ახალი ფორმულებით. სთხოვოს ხელისუფლებამ, მოიწვიოს ამ სფეროს საყოველთაოდ ცნობილი ადამიანები, პროფესიონალები – უნაგაროდ დაუდებენ სტრატეგიასაც და შესაბამის საკანონმდებლო ბაზასაც.

კომენტარის დატოვება