ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები ვნახეთ

სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები ვნახეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო გუშინდელი შეხვედრის შესახებ, კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.