მაჟორიტარის ინიციატივით, ზღვისუბნის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო გამოკვლევები უტარდება ზღვისუბნის მოსახლეობას.

ზღვისუბანში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვეტერანებს საშუალება აქვთ თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსებით დაკომპლექტებული მომსახურება მიიღონ მრავალპროფილურ კლინიკა ,,ვივამედში’’. მოქალაქეებს უტარდებათ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო კვლევები, მათ კონსულტაციას უწევენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი. აქციის მონაწილეებს კლინიკა სთავაზობს შემდეგ კვლევებს: ექოსკოპია, რენტგენი და კარგიოგრამა.

გარდა ამისა, აქციის ფარგლებში მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, უფასო ამბულატორიული მკურნალობა უტარდებათ. ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თანამშროლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა სამედიცინო კლინიკა ,,ვივამედს’’ და ორგანიზაციას ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი’’.

,,ეს დიდი მხარდაჭერაა ჩემი სამაჟორიტაროს, ზღვისუბნის (თემქა) მოქალაქეებისათვის. მსგავსი ხასიათის აქციებს მანამდეც ვატარებდით და ახლა კიდევ უფრო ფართო მასშტაბითა და მრავალპროფილური მომსახურებით ვაგრძელებთ’’. -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.