“მემარცხენე ალიანსის” მიმართვა საზოგადოებრივ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს

“მემარცხენე ალიანსის” მიმართვა საზოგადოებრივ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს
-ბოლო დღეებში ქვეყნის წინააღმდეგ საეჭვოდ გააქტიურებულები არიან საქართველოს საზღვრის გარეთ და შიგნით მყოფი მტრები. ჩვენი სახელმწიფოს საგარეო ევროპული კურსი, ინსტიტუციური განვითარება და შიდა სახლმწიფოებრივი სტაბილურობის ფაქტობრივი მდგომარეობა ბევრისთვის ზედმეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.
ის რაც ხდება ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საზღვართან” ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და კაცობრიობის ისტორიაში არსებული სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პრინციპების ყველაზე ბინძური მეთოდებით დარღვევის მცდელობაა.
გვინდა შეგახსენოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, როდესაც იმ დროინდელი ხელისუფლების მისამართით შედგა ყოველგვარი კრიტიკის მორატორიუმი. დღესაც საზოგადოებრივ ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოგმართავთ თავი შეიკავოთ პოლიტკური კრიტისგან სანამ მეტად სტაბილური არ გახდება მდგომარეობა. ასევე მოგმართავთ ნებსით თუ უნებლიედ ქვეყნის საერთო მტერს, ბინძური საქმეების განხორციელებაში თავი არ გამოაყენებინოთ.