მედოევი: შეშფოთებულია ამ პროვოკაციის ნამდვილი დამკვეთები…

სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. როგორც მასშია ნათქვამი, ვაშინგტონი ყველა მხარეს ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდებს.

„აშშ თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან და შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად იმუშაონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მეშვეობით. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საქართველოს მიზანია ამ ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეული უცხოელ ინვესტორებს გადასცეს.

-საბოლოოდ შეშფოთებულია ამ პროვოკაციის ნამდვილი დამკვეთები. “სამხრეთ ოსეთის” საზღვარზე საქართველოს მოქმედებები მიზნად ისახავს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას,  საქართველოს მთავრობა აპირებს  ეს წიაღისეული უცხოელ ინვესტორებს გადასცეს. თქვა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა.

აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა – “ქართულ პროვოცირებას, გარდა წმინდა შინაარსობრივი მიზნების მიღწევისა, კიდევ ერთი, აშკარად, მთავარი ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც ძვირფასი სახეობების მთელი მასივების მარაგებით მდიდარ მიწას გადასცემს, თანაც ბიზნესის კეთების უსაფრთხოების გარანტიით.”

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანების შესრულება,  ზნაურსკის რაიონის სოფელ უისტას (წნელის) მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

https://www.gmtv.ge/63371-2/