“ხელისუფლებავ, სად ხარ?! რამ დაგაბნიათ ასე?! სირაქლემის პოზაში ყოფნას ეს მოსდევს!”

ირაკლი შიხიაშვილი ქვეყანაში ბოლო ხანებში მიმდინარე მოვლენებს და ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება:

-ხელისუფლებავ სად ხარ?! კვირიკაშვილო სად ხარ?! რამ დაგაბნიათ ასე?!
ის რაც ეხლა რუსთაველზე ხდება, ატისახელმწიფოებრივი ძალების მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა!
მათი, ვისაც ქვეყნის ჩამოშლა სურს!
ეს თქვენი, მთავრობის დაუდევრობის შედეგია!

სირაქლემის პოზაში ყოფნას ეს მოსდევს!

მივმართავ საზოგადოებას, დღეს განსაკუთრებული გონიერება გვართებს!
არ ავყვეთ ლიბერასტების, “მძიმე კაცების”, საქართველოს მტრების, ბინძურ თამაშს!
თუნდაც ხელისუფლებაზე განაწყენებულებმა, სამშობლო არ უნდა დავაზიანოთ!
ნაცმოძრაობას არ უნდა მივცეთ რევანშის საშუალება!!!
უზნეო ცხოვრების აპოლოგეტები, ჩვენი მედროშეები არ უნდა გახდნენ!
თუ მთავრობას არ ეყოფა უნარი ამ უზნეოთა ალაგმვის და სახელმწიფოს დაცვის, მაშინ ერი დაიცავს ქვეყანას და მის ღირსეულ მომავალს ამ ზნედაცემულებისგან!!!