ქინდერის პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერება აღმოაჩინეს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გერმანულმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Foodwatch განაცხადა, რომ აუცილებელია გაყიდვიდან ამოღებული იქნეს Kinder -ის პროდუქცია, რადგან ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ორგანიზაციის განცხადებით, Kinder შეიცავს მინერალურ არომატიზირებულ კარაქს (MOAH), რაც იწვევს კიბოს.

Foodwatch-ის ხელმძღვანელი, იოანეს ჰეგი აცხადებს, რომ კინდერის ფირმა არ ემორჩილება ორგანიზაციის გადაწყვეტილებას და Kinder ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს და პროდუქციას გაყიდვიდან არ ამოიღებს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გერმანულმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Foodwatch ჩაატარა ტესტი კინდერის წარმოების 20 პროდუქტზე და სამ პროდუქტში MOAH-ის სახიფათო შემცველობა დაფიქსირდა.

წყარო: gazeta.ru

კომენტარის დატოვება