ხაჯიმბა: ოპოზიციის მოქმედება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას ემსახურება

РИА «Новости»ის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას ემსახურება.

-„რაც ახლა ხდება, ეს არის დესპაბილიზაციის მცდელობა, აქ შეკრებილი არიან ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ რეფერენდუმის ჩატარების საკიტხს აყენებდნენ და მიაღწიეს კიდეც ჩატარების უფლებას“-განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო შს მინისტრის დროებითი გათავისუფლება, ოპოზიცია სხვა საბაბსაც გამონახავდა აქციის მოსაწყობად.

შეგახსენებთ, რომ  მომიტინგეები მოითხოვდენ შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაფშიპას გადადგომას გართულებული კრიმინოგენული ვითარების გამო. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელს ცეცხლიც წაუკიდეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაჯიმბამ  შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაფშიპა დროებით გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

1018978719

კომენტარის დატოვება