დიდება გმირებს! – დღეს აფხაზეთის ომის გმირის დაბადების დღეა!

8 აპრილი, აფხაზეთის ომის გმირის, გოგიტა კიკნაძის  დაბადების დღეა. ცეცხლის ალში ჩაიფერფლა პირტიტველა ბიჭის სიცოცხლე, თან ისე, რომ 27 წელია მისი ოჯახი გოგიტას საფლავს ნატრობს, მაგრამ იმედს არ ჰკარგავს, რომ დაბრუნება იქნება და მის საფლავს იქ, აფხაზეთში იპოვნიან.

ცეცხლის ალს გაჰყვა 17 წლის რაინდის სიცოცხლე. მაგრამ ტკივილთან ერთად დარჩა მისი გმირულად განვლილი გზა, სახელი, მარადიული და უკვდავყოფილი.

გოგიტა კიკნაძე სიკვიდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

დიდება გმირებს!