“კიდევ ერთი ახალი წელი მოდის აფხაზეთის გარეშე, დევნილობაში…

კახა შამათავა  

არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ“

-“კიდევ ერთი ახალი წელი მოდის აფხაზეთის გარეშე, დევნილობაში.

ომის შემდეგ რამდენი ადამიანი წავიდა ჩვენსგან სამუდამოდ და თან გაყვათ სახლში დაბრუნების აუხდენელი ოცნება ,დარდი დაღუპულ ახლობლებზე,გმირებზე,რამდენი პატარა დაიბადა ომის შემდეგ რომლებიც სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ, დაღუპულ ახლობლებზე დარდს გულით ატარებენ.

როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა,არავინ იცის უფლის გარდა,მე სულ ვფიქრობ ამაზე,რა არის ეს,უფლის სასჯელი რაღაცისთვის რასაც ჩვენ ვერ ჩავწვდით თუ ჩვენი გამოცდა ჩვენივე გამოფხიზლებისთვის, არა, არ ვიცი, ვერც ვერასდროს გავიგებ, ვიცი მხოლოდ ერთი, ვარ დევნილი აფხაზეთიდან და იქ მინდა სიკვდილი, სოხუმში,აქ არა,კატეგორიულად არა!..”

კომენტარის დატოვება