ძლიერი ხანძარი სხვა საცხოვრებელ სახლსაც მოედო

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარის გამომწვევი მიზეზი ცნობილია. ცეცხლი ელექტრო გაყვანილობის სადენებს გაუჩნდა, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად იწვის. ცეცხლი თეატრალურ მოღვაწეთა კაშირის შენობას გაუჩნდა, გაჩენილი ხანძრი კი გვერდით შენობასაც გადაედო. სამსაშველო სამსახურის ამ დრომდე ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებს, რადგან შენობა ხის არის. ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ცეცხლს აქრობენ ამ წუთებშიც, თუმცა ჯერ უშედეგოდ!

ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის, საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოხდა, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ჩვენი კორესპოდენტი ადგილზე იმყოფება. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ინფორმაციის მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ახალი ფოტოები ადგილიდან:

es2 es3

 

კომენტარის დატოვება