ყურადღება! 19 ივნისს, 12 საათზე იწყება რეგისტრაცია ბაღებში!

19 ივნისს, 12 საათზე იწყება რეგისტრაცია ბაღებში. გაითვალისწინეთ, რომ

* ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა ბაღებში არ არის, ამიტომ, ტყუილად ნუ ჩარიცხავთ ბავშვს იქ, სადაც არასდროს ატარებთ, ასევე,.

* თუ ბავშვი ჩარიცხულია ერთ ბაღში, აუცილებლად უნდა ამორიცხოთ თუ სხვა ბაღში რეგისტრაციას აპირებთ.

* წინასწარ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ადგილების რაოდენობა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, რათა ადგილების არარსებობის შემთხვევაში, მოძებნოთ სხვა ბაღი ვებგვერდზე www.kids.org.ge.

* საიტზე არ მუშაობს დაკოპირება-ჩასმის (copy-paste) ფუნქცია, ამიტომ მონაცემები უნდა შეიყვანოთ თავიდან ბოლომდე;

* შეარჩიეთ ის ასაკობრივი კატეგორია, რამდენი წლისაც იქნება ბავშვი 14 სექტემბრისთვის (თუ 16 სექტემბერს ხდება 4 წლის, მაინც უნდა აირჩიოთ 3-4 წლიანი ჯგუფი, რადგან ბავშვი ჯერ 3 წლისად ითვლება)