„არ გრცხვენიათ თვალში ნაცარს რომ გვაყრით?! ჩასარეცხები ხართ როგორც თქვენი ,,ლიდერი,, იტყოდა“

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, ის აქტიურად ესაუბრება ახალგაზრდებს და ყოველთვის ხაზს უსვამს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ბაქრაძის ახალგაზრდებთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებს სწორედ რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსი გიორგი ქაჯაია ეხმიანება.

ბატონი დავითი საუბრობს ახალგაზრდებზე,  მათ როლზე, მათ გაბრწყინებულ მომავალზე , საუბრობს თუ როგორი მნიშვნელოვანი პერსონაა ახალგაზრდა პოლიტიკაში, ამბობს,  რომ მათ უნდა აკონტროლონ პოლიტიკური ველი, ამბობს, რომ  სწორედ ახალგაზრდებმა უნდა ააშენონ მომავალი და მათზე უნდა აშენდეს ახალი დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო .

ყოველი ასეთი სიტყვის შემდეგ მჯერა იქნება ბევრი ოვაცია , ტაში, შეძახილი, რომ ბატონო დავით, თქვენ ჩვენი იმედი ხართ, გადაიღებდნენ ბევრ ფოტოს და ამით დასრულდება ყველა  შეხვედრა და მერე? არც არაფერი, რადგან ეს არის შეხვედრები შეხვედრებისთვის.

მსურს მოგახსენოთ ჩემი აზრი: სწორედ თქვენ ხართ იმ თაობის პოლიტიკოსი, რომელმა თაობამაც ახალგაზრდებში შემოიტანეთ ნიჰილისტური განწყობა პოლიტიკის მიმართ . თქვენ მოახერხეთ მილიონობით დოლარის საგარეო ვალის დატოვება რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია, თქვენმა ხელისუფლებამ ნაკეთები საქმით სტრესში ჩააგდო ათასობით ახალგაზრდა , თქვენი თაობის პოლიტიკოსებს გავიწყდებათ, რომ უკვე თქვენი მოჭამეთ და სახლში უნდა წახვიდეთ. მოაზროვნე განათლებული ახალგაზრდები გყავთ პარტიაში რომლებსაც აქტივისტებათ აბერებთ იმიტომ რომ პატრონი არ ჰყავთ მერე გამოდიხართ თქვენ , ვაშაძე, უსუფაშვილი , ზურაბიშვილი კიდევ ბევრი სხვა და ახალგაზრდების როლზე საუბრობთ .

არ გრცხვენიათ თვალში ნაცარს რომ გვაყრით?! მე ჩემს გასაკეთებელს უთქვენოდაც ვაკეთებ მაგრამ არ შემიძლია სიცრუეზე თვალი დავხუჭო. ყველა ვინც ბოლო 30 წელია პოლიტიკაში მოღვაწეობთ ჩასარეცხები ხართ როგორც თქვენი ,,ლიდერი,, იტყოდა. ყველა გზა გადამიკეტა ტელევიზიებმა არჩევნების დროს რატომ არ დაინტერესდით ახალგაზრდაა გვერდით დავუდგეთო ?არ გაწყობთ პროგრესულად მოაზროვნე თაობა ასპარეზზე, თქვენ გსურთ მედროშეები. ჩვენ თქვენ შეგცვლით თან რაც შეიძლება მოკლე დროში.

არ იფიქროთ მარტო კონკრეტულ პიროვნებებზე ვსაუბრობდე დღევანდელი ხელისუფლებაც უნდა გაგვშორდეს. მოგვეცით სივრცე რათა ჩვენი პოტენციალი გამოვავლინოთ, ნუ დაგვღალეთ ,მხოლოდ არჩევნების დროს გახსენდებათ მომავალი თაობა .

ჩვენ არჩევანი უკვე გავაკეთეთ, ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი დღევანდელი პოლიტიკანების გარეშე.