გაუძლო ყველაფერს, სძლია საკუთარ თავსაც- ბალერინა და მოდელი 95 კილოგრამით…

დაუჯერებელია, მაგრამ…

32 წლის ემი მერი კალიფორნიიდანაა. ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა ბალერინა ყოფილიყო. ცეკვით 3 წლიდან დაკავდა, მაგრამ 10 წლისა იძულებული გახდა თავი დაენებებინა, რადგან წონა ხელს უშლიდა და თან ვერ გაუძლო თანატოლების დაცინვას.

ემი ჩაიკეტა, სკოლა ისე დაამთავრა, მეგობარიც არ ჰყოლია. მერე უნივერსიტეტში ჩააბარა და აქაც გრძნობდა დამცინავ ღიმილს. ისე დაითრგუნა, სპორტ-დარბაზშიც არ დადიოდა და საშინლად იმატებდა წონაში.

მერე თავს მოერია, ისევ დაიწყო ვარჯიში და ცეკვა, წონაში კლებაც შესამჩნევი გახდა და ისევ გაბედნიერდა ემი. გოგონა ცეკვის კონკურსებშიც კი იღებდა მონაწილეობას. მაგრამ…მისმა ბოიფრენდმა გოგონას ცეკვა აუკრძალა, რადგან დიდ დროს უთმობდა, ემი დაჰყვა მის ნებას და შედეგმაც არ დააყოვნა, სულ მალე ემის წონამ 120 კილოგრამს მიაღწია. 7 წლის შემდეგ გაიგო, რომ ბიჭი ღალატობდა, ემიმ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა და ისევ დაუბრუნდა ცეკვას, შემდეგ კი ბალეტს.

ახლა ემი 95 კილოგრამს იწონის, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, დაკავებულია სპექტაკლებში და არის plus-size-ს წარმატებული მოდელი.

ემის საკუთარი ბლოგი აქვს  Instgram-ზე და ყველას უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მეტიც, ის აქტიურად არის ცართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და ცდილობს ყველა მსგავსი პრობლემის ადამიანს გვერდით დაუდგეს.