„არგო“ ფოთელ ბავშვებს საახალწლო სიურპრიზს უმზადებს (ვიდეო)

ფოთის საბავშვო თეატრ „არგოს“ საზოგადოებისთვის წარდგენა აღარ სჭირდება, რადგან უკვე კარგად იცნობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და განსაკუთრებით ფოთში. თეატრის ხელმძღვანელი გუჯა ქარაია პატარა მსახიობებთან ერთად ყოველთვის დაუვიწყარ სპექტაკლებს სთავაზობს მაყუებელს და თავს დიდხანს ამახსოვრებს.

როგორც „არგოს“ ხელმძღვანელმა გვითხრა, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და თეატრი ახალ სპექტალს წარუდგენს მაყურებელს. დეტალები რეჟისორმა არ გაამხილა და ჩვენც სიურპრიზად დავტოვებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ფოთელ ბავშვებს დაუვიწყარი სანახაობა ელით-„არგო“ მუსიკალურ სპექტაკს _“კონკიას“ ამზადებს.

რეპეტიციები უკვე დაწყებულია, პატარა „არგოელები“ განსაკუთრებული მონდომებით და შემართებით ემზადებიან. როგორც ყოველთვის, ამ სპექტაკლშიც თვალისმომჭრელი კოსტიუმები და ლამაზი მუსიკალური გაფორმება იქნება, ასე რომ, კითხვაზე-სად წავიყვანოთ ბავშვები საშობაო არდადეგებზე, ფოთელები ადვილად მიიღებენ პასუხს-„არგოს“ ახალ სპექტაკლზე.

იქამდე კი, „არგო“ წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და ზრუნავს თქვენს წინასაახალწლო განწყობაზე.