კერძო ბიზნესს შეწირული მოქალაქეთა ჯანმრთელობა

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ნიკეას 58 ნ კორპუსის მიმდებარედ მშენებარე ობიექტიდან კედლის ნაწილი ჩამოიშალა. ნგრევას ნიკეას ქუჩაზე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სიცოცხლისთვის ნაკლებათ მსუბუქი დაზიანება მიიღო მოქალაქემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადადგილდბოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება. ქალბატონი თავს კარგად გრძნობს.

აღნიშნული ობიექტი ნიკეას ქუჩაზე გზის პირზე მდებარეობს, სწორედ იქ, სადაც მოქალაქეებს ყოველდღიური გადაადგილება უწევთ. ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოდგენს და მის მეპატრონესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შენობაზე აბრაა გამოსახული, რომელზეც მეპატრონის ტელეფონის ნომერია ასახული, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არავინ პასუხობს.