“ვითხოვთ პატიმრობას, ჯარიმის გადასახდელი თანხა არ გვაქვს!..” (ვიდეო)

ორგანიზაცია “დაიცავი არცევანი” ჯარიმებს აპროტესებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ნებიერიძე აცხადებს, რომ ის დაჯარიმებულები, რომლებსაც ტანხა არ გააჩნიათ პატიმრობას ითხოვენ.

-დღეს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი არჩევანის” წევრები ფრიად კურიოზული და მძიმე თემის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ სააპელაციო სასამართლოში.
ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეების დასაშინებლად, დასამორჩილებლად და პოლიტიკური აქტივობის შესაფერხებლად უპრეცენდენტოდ გაზარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების თანხობრივი ოდენობა. ნებისმიერი უმნიშვნელო სამართალდარღვევისთვის, ან როგორც წესი სულაც უსაფუძვლოდ აქტივისტებს და საპროტესტო აქციების მონაწილეებს გვაჯარიმებენ 3-დან 5 ათას ლარამდე. საყოველთაო გაღარიბებისა და უმწვავესი სოციალური ვითარების გამო მოქალაქეთა თითქმის 95%-ს უბრალოდ არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია გადავიხადოთ ეს დრაკონული ჯარიმები. სწორედ ასეთი ჯარიმის გამო ჩვენი თანამებრძოლი და მეგობარი დღეს სააპელაციო სასამართლოში ითხოვს, რომ ფინანსური ჯარიმა შეეცვალოს ადმინისტრაციული პატიმრობით.
უსახსროდ დარჩენილი აქტივისტები თავად ითხოვენ პატიმრობას, რამე თუ არ გააჩნიათ ჯარიმის გადასახდელი თანხა. ეს უკვე ნამდვილი ტერორია!-აცხადებს ნებიერიძე.

https://www.facebook.com/david.nebieridze.125/videos/pcb.3108059672617451/3108044992618919/?type=3&theater