ამირან გამყრელიძე: „ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა

„ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ამ ორ ქვეშტამთან მიმართებაში. ჩვენთან, ასეთი შემთხვევა ლაბორატორიულად ჯერ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.