ამირან გამყრელიძე – ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია

ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემლძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. აქტიური შემთხვევებიდან ზეწოლა უფრო მეტად მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან შექმნილ ვითარებაში აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზაზე.

„სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ არის მაღალი. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება არის ბუსტერი. ბუსტერიზებული დღეს არის 180 000-მდე ადამინი, მეტი არა. ყველა კველვა მიუთითებს, რომ ბუსტერი დღეს „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს. ამიტომ აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვაზე და ბუსტერზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.