პროკურორი სააკაშვილს: რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა, რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რომელიც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?

რა გადაუდებელი აუცილებლობა  სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა? ამაზე ისაუბრეთ,- ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაწეულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა.

პროკურორმა ასევე ახსენა გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების ხარჯები.

„რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რომელიც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა? აი, ამაზე ისაუბრეთ, – მიმართა საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე”.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.