„გსმენიათ სინდისზე რამე? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? ” – სააკაშვილი ანზორ ჩუბინიძეს

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საკითხზე მსჯელობენ, განაცხადა რომ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

ანზორ ჩუბინიძის ამ განცხადებას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა და ჩუბინიძეს მიმართა.

„სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონო ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერში, რაშიც თქვენს კოლეგას ადანაშაულებენ და 9 წელი რისთვის უნდა იჯდეს? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? არ შეახსენებენ თქვენს შვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვით ციხეში თუ როგორ? გსმენიათ სინდისზე რამე. ჯანაშიას, რომ უშვებთ ციხეში აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საქმიდან… კითხვას როგორ არავინ არ დაუსვამს თქვენ შვილიშვილს ვინმე? ამაზე 5 საუკუნის შემდეგაც ისაუბრებენ. ძალიან მალე, რაც თქვენი მაფია ბოსი დაახვევს აქედან, აი ამ დარბაზში, ასეთივე მოსამართლეებით, ნამდვილად გაგიშვებთ ციხეში“, – მიმართა სააკაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს.