ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში 8-დღიანი იზოლაციის ვადას შევამცირებთ – ივანე ჩხაიძე

თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონის“ გადამდებლობა არ გრძელდება 12 და 15 დღე, ისევე როგორც ეს იყო „დელტას“ შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ ქვეყანამ გაითვალისწინოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც დაგროვდა აშშ-ში, ევროპაში და შევამციროთ ჩვენთანაც იზოლაციის ვადა, არის ძალიან დიდი, – განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ.

„ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ 8-დღიან იზოლაციის ვადას შევამცირებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალი და ასევე, სხვა სერვისების თანამშრომლები ადრე დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს. ეს გარკვეულწილად დაგვიცავს კადრების მწვავე დეფიციტისგან, რომელიც ახლა ქვეყანაში აღინიშნება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.