ენტონი ფაუჩი – Covid 19-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ აცრებისა და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები, სავარაუდოდ, წარსულს ჩაბარდება

„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები, სავარაუდოდ, წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ Financial Times – თან ინტერვიუში განაცხადა.

ფაუჩის თქმით, აშშ-ის ყველა მოქალაქეს აცრის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად არ დასჭირდება და მესამე დოზა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ თქვენ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძირითადი დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ“, – აღნიშნა მან.