მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს

მისივე განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს.

უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. დღესდღეობით, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მცირე ინვესტიციაა.” – წერს მიხაილო პოდოლიაკი.