გიორგი ვაშაძე – ქვეყანაში არაფერი შეიცვლება – ვერ ვხედავ, რომ ლევან დავითაშვილი დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოახდენს გარღვევებს ახალი მინისტრი

პირდაპირ გეტყვით, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება – სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ლევან დავითაშვილი დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოახდენს დიდ გარღვევებს ახალი მინისტრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ის ვერ ხედავს მეტ პროფესიონალიზმს მთავრობაში და ვერ ხედავს ისეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია წინ წაიყვანოს ქვეყანა.

“სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება – შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება! ეს არის რაღაც შიდა ტექნიკური გადაადგილება და მეტი არაფერი. მოდიან ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს. ვიღაც შეიძლება დიდი ხანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, მაგრამ ის, რომ არავინ იცნობს და არ ვიცით, რა გაუკეთებია, თავისთავად მიუთითებს, რომ დიდს არაფერს უნდა ველოდოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა  ლევან დავითაშვილმა შეცვალა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა.