თეა წულუკიანი – გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა

გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ჯერ არ შესწევს უნარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახადოს თავის დანაყოფად.

„გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ჯერ არ შესწევს უნარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახადოს თავის დანაყოფად.

ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა. სხვა რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს, როდესაც ტოვებ საკუთარ გუნდს, გადადიხარ სხვა გუნდში და მასთან ერთად ებრძვი გუნდს, რომელიც დატოვა და რომლის სიის პირველი ნომერიც იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.