იაგო ხვიჩია – ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა თანამშრომლობის კუთხით ბევრს არაფერს მიშნავს, მაგრამ გართობის კუთხით არ არის ცოტა

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა ოპოზიციასთან თანამშრომლობის კუთხით ბევრს არაფერს ნიშნავს.

მისივე თქმით, ნათელაშვილის პარლამენტში შესვლას მოუთმენლად ელოდება.

„კონკრეტულად შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა ჩემთვის სანაძლეოს მოგებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ველოდები, როდის დადგება ეს დღე. თანამშრომლობის კუთხით მისი შემოსვლა ბევრს არაფერს მიშნავს, მაგრამ გართობის კუთხით არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.