,,ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის” – ბურჯანაძემ ზურაბიშვილთან შეხვედრა დატოვა

,,ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის” – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დატოვა.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი.

,,მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე.

ველოდი, რომ იქნებოდა პოლიტიკური ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, სადამდე მივიდა ქალბატონი სალომე ამ კონსულტაციების დროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას”- განაცხადა ბურჯანაძემ.