ირაკლი კობახიძე – ოპოზიციამ წელს, გაისად, როცა არ უნდა დატოვოს პარლამენტი, საერთოდ არაფერი მოხდება – პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება და მიშელის მსგავს მოლაპარაკებებში „ქართული ოცნება” აღარასდროს შევა

როცა არ უნდა დატოვონ პარლამენტი, პრობლემას ვეღარ შექმნიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„საერთოდ არაფერი მოხდება და ამას თვითონვე ხვდებიან. წელს, გაისად, როცა არ უნდა დატოვონ პარლამენტი, უკვე ვერავითარ პრობლემას ვეღარ შექმნიან. შარშან მოახერხეს ამის გაკეთება, ხელოვნური იყო, მაგრამ კრიზისად იყო შეფასებული ვიღაცების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ არის ხელოვნური, მაგრამ კრიზისია. წელს, გაისად, რაც არ უნდა დატოვონ პარლამენტი, ამით ვერაფერს ვერ შეცვლიან და ეს, პირველ რიგში, მათ იციან ძალიან კარგად.

რაც არ უნდა დატოვონ დღეს პარლამენტი და რამდენმაც არ უნდა დატოვოს, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება. ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ მკაფიო განცხადება, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან ჩვენი ქვეყანა აღარასოდეს აღარ გავა და ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში „ქართული ოცნება“ აღარასდროს აღარ შევა. სხვადასხვა ფაქტორის გამო, რაც არ უნდა ვინმემ მოინდომოს პარლამენტის დატოვება, ამით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, – საკუთარ თავს ჩამოშლიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.