„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პუტინი მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს.

მისივე თქმით, ომის შემთხვევაში რუსეთს სერიოზული ეკონომიკური სანქციები დაუწესდება.

„თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში ცუდი შედეგი დადგება არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი იტყვის, რომ ნებისმიერ ავტოკრატს შეუძლია ასეთი ქმედების განხორციელება. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო პრინციპებს, რომლებსაც რუსეთმა მოაწერა ხელი, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რომ ქვეყნებმა უნდა აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური ალიანსები და საკუთარი საგარეო პოლიტიკა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკა სრულად განადგურდება. ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ომის შემთხვევაში, მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“, – განაცხადა შერმანმა.