ჯო ბაიდენი – ,,აშშ-ს მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ”

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ვითარება იძაბება და უკრაინაში რუსეთი შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

“ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ [უკრაინა]… საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიასთან. ეს სულ სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად აირიოს. როდესაც ამერიკელები და რუსეთი ერთმანეთის მიმართ სროლას იწყებენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ სრულიად სხვა სამყაროში ვიმყოფებით, ვიდრე ოდესმე” – განაცხადა ბაიდენმა NBC News-ის ეთერში.