სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებული ფორმატი ,,წყლის ნაყვაა” – გრიგოლ ვაშაძე

სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებული ფორმატი ,,წყლის ნაყვაა” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ფორმატში ვერანაირ აზრზს ვერ ხედავს.

,,მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ მე ამ ფორმატში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. რას ნიშნავს შევთანხმდეთ წარსულზე?! კანონიერი ხელისუფლება რომ დაამხო ნაძირალების ჯგიფმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მაქვს მხედველობაში, ამას არ ჭირდება შეთანხმება, საზოგადოება შეთანხმებულია. ის, რაც მერე იყო ამაზეც შეთანხმებულია ყველა და არჩევნების შედეგებიც მეტყველებს ამაზე, ამიტომ მე თუ მკითხავთ, წყლის ნაყვაა” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებები დაიწყო.