იაგო ხვიჩია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოზიციაზე – ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“, ზუსტად ისე „ეჭყანება“ “ქართული ოცნება” ოპოზიციას

„ქართული ოცნება“ გათამამებულია არჩევნების შემდეგ და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა.

„მივხვდით, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ამ თემაზე არ ლაპარაკობს. უბრალოდ, როგორც ბავშვები ერთმანეთს ეჭყანებიან, ზუსტად ასე ეჭყანება ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5 %-იანო ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. მოგეხსენებათ, უბრალოდ, ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება.