პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – გიორგი ვაშაძე

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება.

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რამ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად პირველად არის განწყობილი.

“ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე, აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც, ამ მიმართულებით, რა პროგრესი შეიძლება გვქონდეს გავიგებთ და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენმა და მათ შორის, ტელევიზიებისა და მოქალაქეების ჩართულობის ძალისხმევამ, თავისი შედეგები გამოიღო,” – აცხადებს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.